Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა ჯდება გემრიელი პიკნიკი წყნეთში
ambebi.ge
25 July 2016, 15:20
შვებულებამდე ჯერ კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი, ცხელი დღეები კი მუშაობას უფრო და უფრო ართულებს. სიცხისგან თავის დაღწევის მიზნით უქმეებზე მეგობრებთან ერთად წყნეთში, აგარაკზე ასვლა გადავწყვიტე. სპონტანურად შევკრიბე რამდენიმე მეგობარი, ჩემი ორი შვილი გავამზადე და აგარაკისკენ გზას დავადექით.

3 ბავშვი და 7 ზრდასრული - ასეთი იყო ჩვენი შემადგენლობა. საერთო თანხაც შევკრიბეთ და დავიძარით. პროდუქტების თბილისში შეძენაზე არ გვიზრუნია. როგორც ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, წყნეთშიც შეძლებ ყველაფრის შეძენასო. მეგობრის რჩევა რაღა მეგობრის რჩევაა, თუ არ გაითვალისწინებ და მეც დავუჯერე.

წყნეთში ასასვლელად თხუთმეტიოდე წუთი დაგვჭირდა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ინფორმაციას გადავაწყდი, რომ აქ განახლებული, გაფართოებული, გაზრდილი ასორტიმენტითა და უამრავი აქციით "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა. ჰოდა, პირდაპირ იქით გავემართეთ საჭირო პროდუქტების შესაძენად - არც შემცდარვართ!

განწყობა კიდე უფრო პოზიტიური გახადა კონსულტანტების სურვილმა, დაგვხმარებოდნენ საჭირო ნივთებისა თუ პროდუქტების არჩევაში. ჩემმა მოუსვენარმა პატარებმა სუპერმარკეტში შესვლისთანავე ნაყინი მოითხოვეს. აქციით ვისარგებლე და 0.50 თეთრად ჭიქის ნაყინები ვუყიდე. სანამ ისინი ნაყინს მიირთმევდნენ, სასწრაფოდ ფასებისა და პროდუქტების დათვალიერება დავიწყეთ, რათა ბავშვების მშვიდად ყოფნის რამდენიმე წუთით გვესარგებლა.

პირველ რიგში, სამწვადე მოვიკითხეთ... განგვიმარტეს, რომ ხორცი აქ, მომხმარებლის მხრიდან აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე, დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება განახლდეს. ადგილზე ყასაბიც მუშაობს, რომელმაც უკვე დაბასტურმებული - საკმაოდ მადისაღმძვრელად მომზირალი სამწვადე მოგვყიდა. საბოლოოდ, 2 კილოგრამ ბასტურმაში 25 ლარი გადავიხადეთ (1კგ - 12.50).



- წალამი? რაზე შევწვათ მწვადი? - იკითხა ერთ-ერთმა მეგობარმა. შეკითხვა დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ კონსულტანტმა იმ კუთხესთან მიგვიყვანა, სადაც წალამი, ნახშირი და შამფურები იყიდებოდა. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ შამფურებს სახლში წავიღებთ და მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ.

მოკლედ, საჭირო ნედლეული და შამფურები შევიძინეთ და სუპერმარკეტის ყველაზე სურნელოვანი კუთხისკენ გადავინაცვლეთ. შეუძლებელია აქ მოხვდე და ადგილზე მომზადებული ჰოთ-დოგების უგემრიელესმა არომატმა თავბრუ არ დაგახვიოს. ჰოდა, ზოგიერთმა ჩვენგანმა თავიც ვეღარ შევიკავეთ - მწვადის გამზადებას მაინც დრო სჭირდებაო და ჰოთ-დოგები დავაგემოვნეთ.

მოგვიანებით ყველაფრის ფასს შემოგთავაზებთ. დარწმუნებული ვარ, უქმეების აგარაკზე გატარება თქვენთვისაც საყვარელი რამაა, თუ დასვენების დღეებისთვის "შემონახული" პირადი საქმეები ამის ფუფუნებას გაძლევთ.

ამასობაში პატარებს ნაყინის მირთმევა დაემთავრებინათ და "დე, მიყიდე"; მა, მიყიდეს" ძახილით ტკბილეულის სექციას არ შორდებოდნენ. განსაკუთრებით უყვართ გამჭვირვალე კონტეინერებში თავმოყრილი ტკბილი ორცხობილები. ორცხობილის კონტეინერი და რამდენიმე კულიჩი კალათაში მოვათავსეთ და სასმელებისკენ გავეშურეთ.

არჩევანი ლუდის ორ სახეობაზე შევაჩერეთ. აქციის ფარგლებში, შედარებით იაფი ღირდა. ბავშვებისთვის წვენები - აქაც არ გვიმტყუნა აქციამ და მცირე თანხის დაზოგვა მოვახერხეთ.

რძის პროდუქტების სექციაში განსაკუთრებით მომხიბლა პატარა კონტეინერში, თავისივე წვენში მოთავსებულმა "მოცარელას" ბურთულებმა. ყველი განსაკუთრებით მიყვარს. ეს ბურთულები კი ყველას გვეყოფოდა და დაჭრასთან დაკავშირებულ დისკომფორტსაც თავს ავარიდებდით.

- ერთჯერადები? - გაახსენდა ვიღაცას. სალაროსთან ახლოს, იქვე შევარჩიეთ დანა-ჩანგალი, თეფშები, ჭიქები და სალაროსთან ჩამოვმწკრივდით.



70 ლ სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ჩვენს შენაძენში გადასახდელად. კმაყოფილები რიგრიგობით გამოვლაგდით სუპერმარკეტიდან და ახმაურებულები ჩავსხედით მანქანებში. Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. წინ ყველაზე მთავარი - სასიამოვნო პიკნიკი გველოდა.

ჩვენი პიკნიკის დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და გაგიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. შემოგთავაზებთ იდეებს, რა შეიძლება შეიძინოთ პიკნიკისთვის და ჩამონათვალთან ერთად ფასებსაც წარმოგიდგენთ, იმისთვის, რომ წინასწარ განსაზღვროთ, რამდენი ლარი დაგჭირდებათ მშვენიერი პიკნიკის მოსაწყობად, იქნებ სამომავლოდ თქვენც გამოგადგეთ ეს ინფორმაცია. ჰო, მართლა, სუპერმარკეტ "ნიკორაზეა" საუბარი. შესაბამისად, ფასებიც წყნეთის "ნიკორას" ეკუთვნის.

2 კგ ბასტურმა - 25.00 ლარი
1 შეკვრა წალამი - 5.95 ლარი
შამფურები და ეკოლოგიურად სუფთა ნახშირი - 9.10 ლარი
ორ-ორი კგ კიტრი და პომიდორი - 3.7ლარი
ტკბილეული - 3.60 ლარი
2 კულიჩი - 1.50 ლარი
წვენი ჯუსი - 3.15 ლარი
ლუდი - 10 ლარი
მოცარელა - 5.00 ლარი
ერთჯერადები - 3.45

იმედია, გამოგადგებათ ჩემი რეკომენდაციები პიკნიკების მოყვარულებს და შეძლებთ დასასვენებლად განკუთვნილი თქვენი უქმეები პოზიტიურად დაიწყოთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ!
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი